შანტაჟისტი სუპერვარსკვლავი - კვირის პალიტრა

შანტაჟისტი სუპერვარსკვლავი

ვანესა პარადი ჯონი დეპს შვილებით აშანტაჟებს და ყოფილ ქმარს ცოლის მოყვანას კატეგორიულად უკრძალავს. ვანესა განსაკუთრებით მას შემდეგ გაცხარდა, რაც პაპარაცებმა ჯონი დეპი ახალ გულის სწორთან, მსახიობ ემბერტ ჰერდთან ერთად რესტორანში გამოიჭირეს და ფოტოები ქვეყანას მოჰფინეს. თანაც მას შემდეგ დეპი შეყვარებულს აღარ მალავს და ახლახან მოსკოვშიც კი წაიყვანა ფილმ "მარტოხელა რეინჯერის" პრემიერაზე. ვანესა ხმამაღლა ამბობს, მამის მეორედ დაქორწინება ბავშვებზე მძიმედ იმოქმედებსო. ეს განცხადება კი დეპისთვის მძიმე დარტყმაა. ცნობილია, რომ "ბატონი ჯეკ-ბეღურა" აქტიურად მონაწილეობს 11 წლის ვაჟის, ჯეკ-კრისტოფერისა და განსაკუთრებით 14 წლის ქალიშვილის, ლილი-როუზის აღზრდაში...