ჰოთდოგი "მშიერისთვის" - კვირის პალიტრა

ჰოთდოგი "მშიერისთვის"

გინესის მიხედვით, ეს "ყველაზე დიდი ჰოთდოგი" საგანგებოდ არ დაუმზადებიათ, ის ყოველდღიურად, ჩვეულებრივად იყიდება ჩიკაგოში. კომპანია Gorilla Tango Novelty Meats-ის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი უნიკალური "სერიული ბუტერბროდი" განსაკუთრებით მშივრებისთვისაა გათვალისწინებული. საამაყო კერძის სიგრძე 41 სმ-ია, წონა 3,2 კგ და 40 დოლარი ღირს.