ძმა ძმისთვისაო, აღზრდისთვისაო?
08-07-2013
ძმა ძმისთვისაო, აღზრდისთვისაო?
ამას წინათ ფოტოგრაფი დევიდ ჯენკინსი ზიმბაბვეს ნაკრძალ "ანტილოპაპარკში" მეტად უცნაური სცენის მოწმე გახდა.
ორი ახალგაზრდა ხვადი ლომი ხის ქვეშ თამაშობდა. უცებ ერთ-ერთი მარდად ახტა, ტოტს ბრჭყალებით ჩამოეკიდა და ხეზე აცოცება განაგრძო. დაბლა დარჩენილ ლომს არ მოეწონა, რომ მისი ძმა გაცილებით მაღლა აღმოჩნდა. თანაც ცნობილია, რომ "ცხოველთა მეფე" ხეებზე არ დაცოცავს. მოკლედ, აღშფოთებული იმავ წამს ახტა და "ლომის კოდექსის" დამრღვევს პირდაპირ კუდში ჩაავლო პირი. გაწევ-გამოწევა და უკმაყოფილო ღრენა კარგა ხანს გაგრძელდა.
მაგრამ "აღმზრდელმა" კუდი მანამდე არ გაუშვა, სანამ ურჩმა მიწაზე ტომარასავით ბრაგვანი არ მოადინა. "მეტად დაძაბული მეტოქეობა იყო. მეგონა, ძმები იჩხუბებდნენ, მაგრამ ისე გააგრძელეს თამაში, ვითომ არაფერი მომხდარა", - თქვა ჯენკინსმა.  
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით