ჩარლის შვილები "შეერთდნენ" - კვირის პალიტრა

ჩარლის შვილები "შეერთდნენ"

ამერიკის ოჯახის საკითხთა დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ჩარლი შინისა და მისი მეორე ცოლის, ბრუკ მიულერის ტყუპი ბიჭი - მაქსი და ბობი აღსაზრდელად ჩარლის პირველ ცოლს, სუპერვარსკვლავ დენიზ რიჩარდს მიაბარეს. საქმე ისაა, რომ ბრუკს უკვე მეცხრამეტედ მოუვიდა ნარკოტიკების ჭარბი დოზა და სარეაბილიტაციო ცენტრში გააქანეს... გაურკვეველი ვადით. ის მანამდე ნარკოტიკების შენახვისთვისაც არაერთხელ იყო დაპატიმრებული, თანაც კატეგორიულად აკრძალული ღვინის სმისასაც გამოიჭირეს.

"ჩარლის ბიჭების ბედის ანაბარა მიტოვება სინდისმა არ დამანება",”- განაცხადა რიჩარდსმა, რომელიც ჩარლისთან გაჩენილ გოგონებს - სემსა და პოლასაც ზრდის. ასე რომ, ბობისა და მაქსს ნახევარდებთან ნამდვილად არ მოსწყინდებათ.

კრიტიკოსთა აზრით, ჰოლივუდის ცნობილ სკანდალისტს, მამიკო ჩარლის,  ოჯახის საკითხთა დეპარტამენტი ბავშვებს არაფრით დაუტოვებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რომანი გააბა კიდევ ერთ "უწესო" ვარსკვლავთან, ასევე ლოთობისა და ნარკოტიკების მოყვარულ ლინდსი ლოჰანთან...