ხიდის ბედნიერი ცოლი - კვირის პალიტრა

ხიდის ბედნიერი ცოლი

ავსტრალიელი მხატვარი და მუსიკოსი ჯოდი როუზი საფრანგეთის სამხრეთში მდებარე 600 წლის ქვის ხიდზე - Le Pont du Diable  დაქორწინდა.

ჯოდი პროექტზე - "ხიდების სიმღერა" 10 წელი მუშაობდა და ათობით ქვეყანას ესტუმრა, რათა სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობით ხიდების რყევისას გამოცემული  ხმები ჩაეწერა და ექსპერიმენტული მუსიკა შეექმნა. საბოლოოდ, ხიდებზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალბატონი მიხვდა, რომ Le Pont du Diable ის "ერთადერთია", რომელსაც ოდესმე მისთხოვდებოდა...

ცერემონიალზე პატარძალს თეთრი კაბა ეცვა და თაიგული ეჭირა, ხოლო "ნეფე" ცერემონიის შესაბამისად მორთეს. ჯოდიმ საგანგებოდ დაწერილი ფიცი წარმოთქვა, ქორწინების მოწმობას კი ხელი ახლომდებარე პატარა ქალაქ არლეს მერმა მოაწერა. "ჩემი ხიდი არაჩვეულებრივი ქმარია, სათნო, მშვიდი, კეთილი და სოლიდური. იცის, რომ სხვა ხიდებიც მიყვარს, მაგრამ ის ერთადერთია", - ამბობს ჯოდი.