მშვიდი "პერსონალი"
15-07-2013
მშვიდი "პერსონალი"
ინგლისში, კამბრიის საგრაფოში, უცნაური სასტუმრო მუშაობს - მომსახურე პერსონალში 18 გაწვრთნილი ლამაც შედის. ჭკვიანი ლამები სტუმრებს არასდროს აწუხებენ, მეტად მშვიდად იქცევიან და კლიენტთან ურთიერთობისას ლამის "იღიმებიან". "ვინც ერთხელ ყოფილა ჩვენს სასტუმროში, ცდილობს, ისევ გვეწვიოს. ლამები, ცხადია, ეზოში ცხოვრობენ, მაგრამ შენობაში თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა - ამისთვის სპეციალური კარებია გაკეთებული, - ამბობს სასტუმროს პატრონი ქალბატონი მერი, - ლამები არა მარტო კლიენტების ტრაპეზს ესწრებიან, მათ ნომერშიც აკითხავენ ხოლმე! ყველა ჩვენი სტუმარი აღნიშნავს, რომ
დიდი ზომის მიუხედავად, ლამა შესანიშნავი შინაური ცხოველი იქნებოდა, რომელიც ადამიანს არასდროს აწუხებს. იმის მიუხედავად, რომ ნომრები ჩვენთან საკმაოდ ძვირია,  თავისუფალი ადგილი  არასდროს არის", - დასძენს დიასახლისი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით