ქანაობა "მსოფლიოს დასასრულთან"
15-07-2013
ქანაობა "მსოფლიოს დასასრულთან"
ექსტრემალური გართობის მოყვარულები ეკვადორში, ქალაქ ბანოსში მსოფლიოში ყველაზე საშიშ საქანელაზე საქანაოდ მიდიან, რასაც ადგილობრივები "მსოფლიოს დასასრულთან ქანაობას" ეძახიან. მთის კიდეზე მდგარ ხეზე სახლია აშენებული, ტოტებზე გრძელი თოკებით ჩამობმული საქანელა დიდ მანძილზე მიექანება და ადამიანი ძალიან ღრმა ხევისა და მთების თავზე ექცევა. "ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გარშემო სრული სიცარიელეა. თუ ექსტრემალი არ ხართ, ამ ადგილას მისვლას არ გირჩევთ", - ამბობენ ადგილობრივები. საქანელას არ აქვს უსაფრთხოების ღვედები, თუმცა მასთან გრძელი რიგი დგას. განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც წვიმს ან ხეობაში ნისლია ჩამოწოლილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით