"აბსოლუტური" სოლიდარობა - კვირის პალიტრა

"აბსოლუტური" სოლიდარობა

ამერიკელი რეპერი Mos Def-ი სოლიდარობას უცხადებს გუანტანამოს ციხის პატიმრებს, სადაც აშშ-ის მთავრობას ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ჰყავს ჩაკეტილი. ამჟამად ციხეში მყოფი 106 მსჯავრდადებული პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მათგან 44-ს კი იძულებით კვებავენ - საკვებს ცხვირში შეყვანილი მილით აწვდიან...

სწორედ ეს უსიამოვნო პროცესი გაიმეორა პატიმრის სამოსში გამოწყობილმა რეპერმა ვიდეოში, რომელიც უფლებადამცველი ორგანიზაციის დახმარებით შეიქმნა.

იძულებითი კვების შემდეგ კი რეპერმა საზოგადოებას საკუთარი "შთაბეჭდილებები" გაუზიარა: "ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია და ამის გამოცდას არავის ვუსურვებდი".