ციყვი "ტვიგი" მსოფლიოს აოცებს - კვირის პალიტრა

ციყვი "ტვიგი" მსოფლიოს აოცებს

ციყვი "ტვიგი" მეტად გამოცდილი წყალზე მოთხილამურეა. მან ახლახან ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა საწყალოსნო მოტოსპორტის გამოფენაზე მინესოტის შტატის ქალაქ სეინტ-პოლში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ტვიგი" პლანეტის ყველაზე ცნობილი ციყვია - წყლის თხილამურების საპატიო ვეტერანი უკვე 27 წელია, რაც ამ წარმოდგენით მსოფლიოს აოცებს - მაშინ, როცა ციყვები საშუალოდ 10 წელს ცოცხლობენ!-

სხვათა შორის, ციყვი თავს ძალიან უფრთხილდება - არასოდეს მონაწილეობს წარმოდგენაში მაშველი რგოლის გარეშე. თბილ აუზში "ტვიგი" სათამაშო კატარღას დაჰყავს, რომელსაც მისი სათამაშო ციყვები მართავენ.