მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე...
15-07-2013
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე...
ჩინეთის ქალაქ უჰანის მცხოვრებ 22 წლის სტუდენტ ძენ ძიას, სხვა ადამიანების მსგავსად, ძალიან უნდოდა, საკუთარი დაკრძალვის ცერემონია თავად ეხილა, თავისი ყურით მოესმინა როგორ დაიტირებდნენ ნათესავები და მეგობრები და სანამ ცოცხალი იყო, "დამტკბარიყო" თუნდაც ასეთი ყურადღების ცენტრში ყოფნით. ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია და მთელი დანაზოგი საკუთარ "დაკრძალვაზე" დახარჯა. დასაფლავების ცერემონია ძალიან მდიდრული გამოდგა. მიცვალებულის როლში შესასვლელად "მთავარმა გმირმა" გრიმის ოსტატებიც კი იქირავა, რომელთაც გარდაცვლილს მაქსიმალურად დაამსგავსეს. ძია ყვავილებით მორთულ ძვირფას კუბოში
ერთ საათს სრულიად გაუნძრევლად იწვა და "მიცვალებულისადმი" მიძღვნილ დითირამბებს ისმენდა.

"ყოველთვის მაოცებდა, რატომ ხარჯავენ ადამიანები ამდენ დროსა და ფულს მკვდარზე, რომელიც ამ ყველაფერს სათანადოდ ვეღარ შეაფასებს-მეთქი. მინდა ვაღიარო, რაც კუბოდან ამოვძვერი, მშვენიერ გუნებაზე დავდექი. ხარჯს არ ვნანობ - ასეთმა უცნაურმა გამოცდილებამ სიცოცხლე უფრო შემაყვარა", -
განაცხადა საღ-სალამათმა "მკვდარმა".
nana
21 ივლისი 2013 02:11
ჰაჰაჰაჰა, ამას დანელიას "არ დაიდარდო " უნახავს ეტყობა

რედაქტორის რჩევით