ფართოდ დახუჭული თვალები - კვირის პალიტრა

ფართოდ დახუჭული თვალები

43 წლის მერაია ქერისთვის მისი ვარსკვლავური ჰიტის - Bეაუტიფულ-ის რიმეიქის გადაღება მხრის სახსრის ამოვარდნით დასრულდა. მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე ეს სუპერვარსკვლავის პირველი სერიოზული ტრავმაა, მაგრამ მერაიამ ის  მშვიდად მიიღო. საქმე ის არის, რომ კლიპის რეჟისორი ქერის ქმარი, 32 წლის რეპერი ნიკ კენონი გახლდათ. ტრავმაც სწორედ ქმრის კაპრიზების გამო მიიღო - ნიკი გამუდმებით მოითხოვდა მერაიას სცენაზე მეტად ენერგიული და სწრაფი მოძრაობები ეკეთებინა, რის შედეგადაც მომღერალი უხერხულად "გაიკვანძა".

ტრავმის გამო მომღერალს მეუღლისთვის მცირედი საყვედურიც არ  უთქვამს, რადგან მეგობრებისა და კრიტიკოსების განმარტებით, თავისი ნიკი თავდავიწყებით უყვარს - ისე, რომ ყოველი კოცნისას მუდამ თვალები ეხუჭება...