ჯოლი ისევ მშვენიერია - კვირის პალიტრა

ჯოლი ისევ მშვენიერია

ორივე ძუძუს მოკვეთის შემდეგ ანჯელინა ჯოლის მკერდი პაპარაცების ობიექტივში პირველად აღმოჩნდა - ახლახან, ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ ოაჰუზე, ჯოლი უფროს ვაჟებთან, 11 წლის მედოქსსა და 9 წლის პაქსთან ერთად ჩავიდა.

ჰოლივუდის მეგავარსკვლავი აპირებს, როგორც რეჟისორმა, აქაურ ტყეებში სამხედრო თემაზე  გადაიღოს ფილმი "გაუტეხელი" და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

თუმცა გარშემომყოფებს მის შემოქმედებაზე მეტად ანჯელინას მკერდი აინტერესებდათ, რომელიც საკმაოდ სერიოზული ოპერაციის შემდეგ "დაიყენა".

საერთო აზრით: "მსახიობი მშვენიერ ფორმაშია, ძუძუების იმპლანტებიც წარმატებით შეირჩა და მკერდის ფორმაც მიმზიდველი დარჩა. ეგ არის, ზომით ადრინდელზე აშკარად მცირეა".