სან ფერმინი - სიგიჟის ფენომენალური "კოქტეილი"
სან ფერმინი - სიგიჟის ფენომენალური "კოქტეილი"
წმინდა ფერმინი (სან ფერმინი) ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანი და ისტორიული ნავარის მფარველია.

სან ფერმინის ერთკვირიან დღესასწაულზე ნავარის მხარის დედაქალაქი პამპლონა  საგიჟეთს ემსგავსება.
მარტო ესპანელებს თუ მოაფიქრდებოდათ ასეთი რამ - ქუჩაში ქილაში ჩალაგებული თევზებივით მჭიდროდ ჩამწკრივება და შემდეგ ამ ქუჩებში ბუღების გამოშვება.  კორიდისგან განსხვავებით, აქ ხარები აშკარად მომგებიან მდგომარეობაში არიან - მათ არავინ კლავს, პირიქით, მთელი ქალაქი მათგან თავის დაღწევას ცდილობს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხარები მისდევენ ადამიანებს, მაგრამ
სინამდვილეში პირიქითაა - ცხოველებს ხალხი პლაზასკენ (კორიდის "რინგი") მიმავალ 850 მ-იან გზაზე შუკა-შუკა მიერეკება. გაგიჟებული ბუღები კი არავის ზოგავენ, ვინც გზიდან ჩამოშორებას ვერ მოასწრებს. ასე გრძელდება შვიდი დღე.

მართალია, ოფიციალური მონაცემებით, 1924 წლიდან მოყოლებული, სან ფერმინის დღესასწაულზე 38 კაცი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი დაშავდა, აქ
ჩამომსვლელთა და ხარების დევნის მსურველთა რიცხვი მაინც განუხრელად იზრდება.

"პამპლონური ცხელების" უკანასკნელი მსხვერპლნი ირლანდიელი სტუდენტი და ავსტრალიელი ტურისტი ქალი გახდნენ. ზოგადადაც, ხარების მსხვერპლნი უმთავრესად უცხოელები ხდებიან, ადგილობრივები ხომ გაწაფული არიან ხარისგან თავის დაღწევის ხელოვნებაში. თუნდაც დიეგო მონტოია გავიხსენოთ - ის 18 წელია(!) რბოლაში მონაწილეობს და ერთხელაც არ დაშავებულა სერიოზულად. სამაგიეროდ, აღტაცებით ლაპარაკობს, რომ რამდენჯერმე, როდესაც უფრო ახალგაზრდა და მოქნილი იყო, შეძლო ხარისთვის კუდში ხელი წაევლო, წამით შეეჩერებინა და ამით მისი პოტენციური მსხვერპლი გადაერჩინა. უცხოელების განცდებს, რომლებიც პამპლონაში ათასობით ჩამოდიან ხარების დევნაში მონაწილეობის მისაღებად, ყველაზე კარგად 34 წლის გერმანელი ტურისტის, ვილი შულცის ნათქვამი ასახავს: "ცოტაოდენი თავზეხელაღებულობა და შიში შეურიეთ აზარტსა და ნადავლის დევნის ჟინს. მიიღებთ ფენომენალურ კოქტეილს, რომელსაც სან ფერმინი ჰქვია".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები