"გალიათერაპია" - კვირის პალიტრა

"გალიათერაპია"

თურქეთის ქალაქ კიტაჰიაში მცხოვრებ 42 წლის იბრაჰიმ იუსელს თავზე ბოქლომით დაკეტილი კუსტარული რკინის გალია აქვს მორგებული, სიგარეტი რომ ვეღარ მოსწიოს. ის 26 წელი ეწეოდა და შიშობს "ფილტვებში პრობლემები" არ შეექმნას. ბოქლომის ორი გასაღებიდან ერთი ცოლს აქვს, მეორე 14 წლის ქალიშვილს - ცოლ-შვილი იბრაჰიმს გალიას მხოლოდ ჭამის დროს უღებს, სითხეს კი საწრუპი  ჩხირებით იღებს. იბრაჰიმს ქუჩაში ასე სიარულის რცხვენია, მაგრამ მიზნის მისაღწევად "ყველაფრისთვის მზადაა" - მან სიგარეტს რამდენჯერმე "დაანება" თავი, მაგრამ უნებისყოფობის გამო, უშედეგოდ. ახლა იმედი აქვს, რომ "რკინისებრი ნებისყოფის" როლს რკინის გალია შეასრულებს და მავნე ჩვევას მოიშორებს.