ცეკვას ფეხები რად უნდა - კვირის პალიტრა

ცეკვას ფეხები რად უნდა

ინდოელი  ვინოდ თხაკური ფეხების გარეშე დაიბადა, თუმცა ცხვირი არ ჩამოუშვია და ბავშვობიდან მასწავლებლის გარეშე, "ბრეიკის" პროფესიონალი მოცეკვავეების ვიდეოკლიპების მიხედვით სწავლობდა ცეკვას. ისე შეუპოვრად ვარჯიშობდა, ყმაწვილობიდან მართავდა წარმოდგენებს მეზობლებისა და ნათესავ-მეგობრებისთვის. ამჟამად 22 წლის მოცეკვავე ურთულეს ილეთებს სხვებზე გაცილებით სწრაფად ასრულებს, რადგან ფეხების არქონის გამო მისი სხეული უფრო მსუბუქია. ახლახან ტელეშოუში "ინდოეთი ეძებს ტალანტებს" ვინოდმა მთელი ინდოეთი და ჟიურიც გააოცა და გაიმარჯვა კიდეც.