სირინოზების "აკადემია" - კვირის პალიტრა

სირინოზების "აკადემია"

ფილიპინების დედაქალაქში ქალთევზების ცურვის სკოლა გაიხსნა. ქალთევზად გახდომის მსურველი მანილაში ბევრია. მათ შორის ცხადია ანდერსენის ზღაპრების და დისნეის მულტფილმების ახალგაზრდა თაყვანისმცემლები ჭარბობენ. თუმცა ქალთევზების ასაკი აქ შეუზღუდავია. ცურვის ორსაათიანი გაკვეთილი დაახლოებით 44 დოლარი ღირს. ფასში კოსტიუმების ქირაც შედის. ინსტრუქტორები ქალთევზებს სხვადასხვა სტილით ცურვას და ყვინთვას ასწავლიან.