"ყველაზე კრეატიული ტუალეტები"
29-07-2013
"ყველაზე კრეატიული ტუალეტები"
შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე  მწვავე საკითხი საზოგადოებრივი ტუალეტებია. ვერც წინა და ვერც ახალმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო იმის მიუხედავად, რომ 2012 წლის ტენდერით, ქვეყნის ყველა საკურორტო ქალაქში 33 ტუალეტი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან  2,3 მლნ ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ 12 ტუალეტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ  არც ერთი მათგანი ჯერ არ გახსნილა(!). ჩვენთან თითო საზოგადოებრივი ტუალეტი 70 000 ლარამდე ჯდება, საინტერესოა, რითი გამოირჩევა "მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ტუალეტები".

კიმ კარდაშიანმა ოქროს ტუალეტი შეიძინა - სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი ფუფუნებას არის მიჩვეული, სწორედ ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ მისი და მომავალი მეუღლის, რეპერ კენი ვესტის ახალ აპარტამენტებში ყველაფერი უმაღლესი ხარისხის იქნება: ვარსკვლავმა ახალი სახლისთვის ოქროს ტუალეტი შეიძინა.
ტუალეტის კომპლექტში კარდაშიანმა და ვესტმა 75 000 აშშ
დოლარი გადაიხადეს. უნიტაზი და ნაგვის ურნა 24-კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული.

პარიზში საზოგადოებრივი ტუალეტი თვითგაწმენდას ახდენს - როგორც კი ადამიანი გარეთ გამოდის, ტუალეტი იკეტება და იწყება 60-წამიანი გაწმენდის ციკლი, რომლის დროს  დეზინფექციაც ხდება.  





ლონდონში კი არქიტექტორმა მონიკა ბონვიჩინიმ  ტუალეტი ცალმხრივად გამჭვირვალე სარკით შექმნა, რომლიდანაც კლიენტს მშვიდად შეუძლია გამვლელები ათვალიეროს, თავად კი უხილავი დარჩეს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით