კაცი გამოცდილი ჯობს...
05-08-2013
კაცი გამოცდილი ჯობს...
სუპერვარსკვლავი შერონ სტოუნი ახალ საყვარელთან "გამოიჭირეს". კრიტიკოსების თქმით, 55 წლის შერონს  27 წლის არგენტინელი მანეკენის, მარტინ მიკის საყვარლობა რამდენიმე თვეში მოყირჭდა და დაკუნთული ახალგაზრდა "გამოცდილ" კაცზე, სასტუმროების იმპერიის მფლობელ 46 წლის მაიკლ ვადიკზე გაცვალა. წყვილმა ერთმანეთი ვაშინგტონში, ელიტურ საღამოზე  გაიცნო. მაიკლს 2 შვილი ჰყავს, შერონს 3 და ისინი ხალხში ერთად არასოდეს გამოჩენილან, თუმცა პაპარაცებს იტალიაში ვერ დაემალნენ - რომში სტოუნს ფილმ "ოქროს ბიჭუნაში" იღებენ, გადაღებიდან თავისუფალ დღეს კი პატარა კურორტზე
მათი "ნაზი ურთიერთობები" მთელმა მსოფლიომ იხილა.  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით