ბრეივიკი უნივერსიტეტში აბარებს?!
05-08-2013
ბრეივიკი უნივერსიტეტში აბარებს?!
ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი გამოცდებს ოსლოს უნივერსიტეტში აბარებს. მან უკვე შეიტანა საბუთები უმაღლეს სასწავლებელში - პოლიტოლოგიის შესწავლა უნდა. პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ზოგიერთმა მასწავლებელმა ბრეივიკისთვის განათლების მიცემაზე უარი თქვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რექტორ ოლე პეტერ ოტერსენის თქმით, უნივერსიტეტი პატიმრის განაცხადს მაინც განიხილავს. ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც.

"მესმის, რომ ამას რეაქცია მოჰყვება. ვერავის
ვეტყვით უარს ოსლოს უნივერსიტეტში სწავლაზე. ჩვენ უმაღლესში ჩაბარების ტექნიკური წესები უნდა დავიცვათ", - აცხადებს რექტორი. ციხის უფროსი კნუტ ბიარკეიდი კი ბრეივიკს გადაწყვეტილებას უწონებს. "ციხემ უნდა უზრუნველყოს, რომ პატიმრებმა განათლება მიიღონ, რათა გათავისუფლების შემდეგ სამსახურის შოვნა შეძლონ", - თქვა ბიარკეიდმა.

ბრეივიკმა მაისში ციხეში პოლიტიკური ასოციაციის ჩამოყალიბება
სცადა, მაგრამ მის დარეგისტრირებაზე უარი მიიღო. ადვოკატის თქმით, მალე ბრეივიკი ახალ განაცხადს შეიტანს, სადაც დაცული იქნება ყველა იურიდიული ნორმა..

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით