გაგრილება მსხვერპლს მოითხოვს
05-08-2013
გაგრილება მსხვერპლს მოითხოვს
გერმანიის ქალაქ აიბენშტოკის 27 წლის მკვიდრი ზაფხულის სიცხემ ისე შეაწუხა, რომ გადაწყვიტა, თავისი "ბე-ემ-ვეს" ფირმის კაბრიოლეტი აუზად ექცია: მანქანას სავარძლები მოხსნა, სალონს ფიცრები გამოაკრა და ლურჯი ფერის წყალგაუმტარი მასალით დაფარა, სათანადოდ შეფუთა საჭე, სიჩქარისა თUუ სხვა ბერკეტები და მანქანა წყლით აავსო. ბორბლებიანმა აუზმა, რომელშიც მძღოლი და მისი 3 მეგობარი მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ამარა ისხდნენ, ყოვლისმნახველი გერმანელებიც კი გააოცა. თუმცა, "შთამბეჭდავ იდეას" ადგილობრივი პოლიცია არ მოუხიბლავს. მოტოციკლიანი პოლიციელი მეტად აღშფოთებული დარჩა,
როდესაც დაინახა, მდინარე მალდისკენ მიმავალ ქუჩაზე თეთრი კაბრიოლეტიდან როგორ იღვრებოდა წყალი ყოველი მოხვევისა თუ დამუხრუჭებისას. ბოლოს, მანქანა სადგომზე გაჩერდა და ტიტლიკანა მგზავრებმა, ლუდის ბოთლებით ხელში, მდინარეში დურთეს თავი...
პოლიციელმა როგორც კი წყლით სავსე ავტომობილი ნახა, მაშინვე დააპატიმრა მძღოლი შესაბამისი ლიცენზიის უქონლობისთვის, გზებზე უსაფრთხოების წესების დაუცველობისთვის,
დაზღვევის კანონის დარღვევისა და ავტომობილის სიმთვრალეში მართვისთვის....









მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით