მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა
12-08-2013
მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი შორდებიან. ამერიკული ტაბლოიდი Star-ი წერს, რომ 68 წლის მაიკლმა 43 წლის კეტრინთან 13-წლიანი ქორწინების დასრულება გადაწყვიტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული - 300-მილიონიანი განქორწინება იქნება.

ორი ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით,
რომელმაც კიბო დასძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულწილად მეუღლეს ადანაშაულებს:

როდესაც მაიკლს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს კალაპოტიდან ამომაგდებდა. რამდენი ადამიანი იტანჯება... ის ფაქტი, რომ შენ
არ ხარ პირველი და უკანასკნელი, საერთოდ არ გშველის და არ გამშვიდებს. შოკი, შოკად რჩება, ხოლო ტკივილი - ტკივილად. ბოლომდე ვერ იჯერებ, ნუთუ შეიძლებოდა ეს ჩვენ დაგვმართოდა? არასდროს მქონია მსგავსი სევდიანი გამოცდილება, ამიტომ ძალიან განვიცადე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ გავმკლავებოდი ემოციურად საკუთარ თავს და უბედურებას. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ ჩემი ძველი პრობლემის გამწვავებამდე მიმიყვანა", - აღნიშნავს კეტრინ ზეტა ჯონსი.

როდესაც კეტრინი ბიპოლარული აშლილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, პრესაში დუგლასის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის წვეულებებზე ერთობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში წყვილი ერთად მხოლოდ ბავშვების გამო იყო. ახლა კი მაიკლმა გადაწყვიტა, ყველაფერს წერტილი დაუსვას.
გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებას წყვილი სექტემბერში "ემის" დაჯილდოებაზე აპირებს.
alex
24 აგვისტო 2013 14:06
სინამდვილეში კი მაიკლ დუგლასს პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი(ბაღდასარიან) შეუყვარდა და მასზე უნდა ჯვრის დაწერა ეჩმიაძინში!
me
21 აგვისტო 2013 20:42
ეს ისეთი ვარიანტია, ძაღლი სიკვდილის წინ ოჯახიდან გარბის რომ შორს მოკვდესო. შენ დიდხანს იცოცხლე, მაიკლ და ჯვარი გწერია. :))

რედაქტორის რჩევით