"დედოფლის" ბაბუა
12-08-2013
"დედოფლის" ბაბუა
რამდენიმე წელია ბარბადოსელი სუპერვარსკვლავი რიანა მშობლიური კუნძულის ტრადიციული კარნავალის დედოფლადაა გამოცხადებული. ყოველი აგვისტოს დასაწყისში მომღერალი თანამემამულეებს უფრო და უფრო "თამამად" გამოწყობილი სტუმრობს და მათთან ერთად ბოლომდე ილხენს. განსაკუთრებული სითამამე კი ბარბადოსელ "ცუდ გოგონებს" კარნავალის ერთ-ერთ დღეს (Kadooment Day) მოეთხოვებათ, როდესაც მთელი ბარბადოსი ლამის ჭკუაზე გადადის. ამ დღეს მეტისმეტად სექსუალურად გამოწყობილმა რიანამ განსაკუთრებით ბევრი დალია და იცეკვა, რისი ნებართვა ბაბუისგან, ლიონელ ბრატუეიტისგან სახალხოდ მიიღო: შვილიშვილს ჩახუტებულმა ლიონელმა ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ როგორ
ამაყობს მომღერლით მთელი კუნძული.  


რედაქტორის რჩევით