დრესკოდი? არც გამიგია!! - კვირის პალიტრა

დრესკოდი? არც გამიგია!!

ხშირად ამტკიცებენ, რომ პროფესია ადამიანის ჩაცმულობაზე წარუშლელ კვალს ტოვებს და იმის მიხედვით, თუ როგორი ფეხსაცმელები გაცვიათ, თქვენი საქმიანობის გამოცნობა საკმაოდ იოლია. პოლიტიკოსებს შორის დრესკოდის დაუწერელი კანონი მოქმედებს - უნდა გეცვათ სოლიდურად, მკაცრად, საქმიანად. მთელ ამ სტერეოტიპს თავდაყირა აყენებს აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთი სენატორი ქალი, დემოკრატების წარმომადგენელი როზა დე ლაურო. ეს ექსტრავაგანტური ხანდაზმული მანდილოსანი ერთობ არასტანდარტულად იცვამს - თვითონვე აცხადებს, რომ ერთი შეხედვით იგი მობერებულ როკ-მუსიკოსს უფრო ჰგავს, ვიდრე პატივცემულ სენატორს. 70 წლის დე ლაურო უკვე 20 წელია, სენატში კონექტიკუტის შტატს წარმოადგენს და კოლეგებისა და ამომრჩევლის თვალს თავისი ახირებული, თუმცა ერთობ გემოვნებიანი ჩაცმულობით ახარებს.