"ჩრდილი" ცაში
"ჩრდილი" ცაში
იუტის შტატელი დენ მაკმანუსი 37 წელია, რაც დელტაპლანით ფრენის ინსტრუქტორია, საკუთარი ფირმა აქვს და ათასობით გაფრენა აქვს შესრულებული. 9 წლის წინ კი მას შიშის ნევროზი, ე.წ. "სეპარაციული განგაშის სინდრომი" განუვითარდა - გამუდმებით აწუხებს "განშორების შიში" და მარტო დარჩენა არ შეუძლია. ამიტომ მისი ძაღლი - ავსტრალიური მეცხვარე, სახელად შედოუ (ქართულად "ჩრდილი") გვერდით მუდამ მართლაც ჩრდილივით დაჰყვება. ავსტრალიური მეცხვარე 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშს განეკუთვნება და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. შედოუ პატრონს არსად
არასდროს, მათ შორის არც ჰაერში, ტოვებს მარტო და მისი "მკურნალობა" ცაშიც გრძელდება. დელტაპლანით ფრენისას უშიშარ ძაღლს, რომელიც კონსტრუქციაზე  მისთვის მიმაგრებულ სპეციალურ ჟილეტში ზის,  მაკმანუსის მკლავზე წინა თათები აქვს მოხვეული, თითქოს ეუბნება, - აქ ვარ, არ შეგეშინდესო.    

me
21 აგვისტო 2013 20:56
კაი "კაცია" ("ქალია") შედოუ. რომელი უფრო ადამიანია ახლა, ეს ძაღლი რომელიც პატრონს არ ტოვებს, თუ პატრონი, რომელმაც გააჭაღარავა ალბათ საწყალი ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ სიმაღლის შიში აქვს ჩემსავით. :)))
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები