"ჩრდილი" ცაში - კვირის პალიტრა

"ჩრდილი" ცაში

იუტის შტატელი დენ მაკმანუსი 37 წელია, რაც დელტაპლანით ფრენის ინსტრუქტორია, საკუთარი ფირმა აქვს და ათასობით გაფრენა აქვს შესრულებული. 9 წლის წინ კი მას შიშის ნევროზი, ე.წ. "სეპარაციული განგაშის სინდრომი" განუვითარდა - გამუდმებით აწუხებს "განშორების შიში" და მარტო დარჩენა არ შეუძლია. ამიტომ მისი ძაღლი - ავსტრალიური მეცხვარე, სახელად შედოუ (ქართულად "ჩრდილი") გვერდით მუდამ მართლაც ჩრდილივით დაჰყვება. ავსტრალიური მეცხვარე 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშს განეკუთვნება და განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. შედოუ პატრონს არსად არასდროს, მათ შორის არც ჰაერში, ტოვებს მარტო და მისი "მკურნალობა" ცაშიც გრძელდება. დელტაპლანით ფრენისას უშიშარ ძაღლს, რომელიც კონსტრუქციაზე  მისთვის მიმაგრებულ სპეციალურ ჟილეტში ზის,  მაკმანუსის მკლავზე წინა თათები აქვს მოხვეული, თითქოს ეუბნება, - აქ ვარ, არ შეგეშინდესო.