ვარსკვლავების საიდუმლო სამსახური - კვირის პალიტრა

ვარსკვლავების საიდუმლო სამსახური

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა მეთიუ ვონის ტრილერში "საიდუმლო სამსახური" ბოროტმოქმედის როლი მიიღო. ადელის გარდა ფილმში დევიდ ბექჰემი, ელტონ ჯონი და სემუელ ლ. ჯექსონი ითამაშებენ. "საიდუმლო სამსახურის" გადაღებები წელს დაიწყება, ფილმის გამოსვლა 2014 წელს არის დაგეგმილი. სურათი მარკ მილერის კომიქსს ეფუძნება. რეჟისორმა მეთიუ ვონმა ფილმები "გაინძერი" და "ადამიანები იქსი: პირველი კლასი" გადაიღო.

ადელს ტელეფილმებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან სერიალ "უშნო ბეტიში" საკუთარი თავი ითამაშა.  პრემია "ოსკარიც" აქვს მიღებული, ჯეიმს ბონდზე ფილმისთვის - "007. კოორდინატი: სკაიფოლი" დაწერილი სიმღერის, შკყფალ-ისთვის. რაც შეეხება ბექჰემს, ეს მისი პირველი სერიოზული გამოცდა იქნება მსახიობის როლში, აქამდე ბექზის მხოლოდ "პეპსისა" და სხვა კომპანიების სარეკლამო რგოლებში ”იღებდნენ და ძირითადად საკუთარ თავს თამაშობდა. სამაგიეროდ, რამდენიმე ფილმში მონაწილეობის მიღება მოასწრო ელტონ ჯონმა, თუმცა როგორც წესი, ბრიტანელი მომღერალიც ძირითადად საკუთარ თავს ასახიერებს ხოლმე.