ვარსკვლავების საიდუმლო სამსახური
ვარსკვლავების საიდუმლო სამსახური
ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა მეთიუ ვონის ტრილერში "საიდუმლო სამსახური" ბოროტმოქმედის როლი მიიღო. ადელის გარდა ფილმში დევიდ ბექჰემი, ელტონ ჯონი და სემუელ ლ. ჯექსონი ითამაშებენ. "საიდუმლო სამსახურის" გადაღებები წელს დაიწყება, ფილმის გამოსვლა 2014 წელს არის დაგეგმილი. სურათი მარკ მილერის კომიქსს ეფუძნება. რეჟისორმა მეთიუ ვონმა ფილმები "გაინძერი" და "ადამიანები იქსი: პირველი კლასი" გადაიღო.

ადელს ტელეფილმებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან სერიალ "უშნო ბეტიში" საკუთარი თავი ითამაშა.  პრემია "ოსკარიც" აქვს მიღებული, ჯეიმს ბონდზე ფილმისთვის -
"007. კოორდინატი: სკაიფოლი" დაწერილი სიმღერის, შკყფალ-ისთვის. რაც შეეხება ბექჰემს, ეს მისი პირველი სერიოზული გამოცდა იქნება მსახიობის როლში, აქამდე ბექზის მხოლოდ "პეპსისა" და სხვა კომპანიების სარეკლამო რგოლებში ”იღებდნენ და ძირითადად საკუთარ თავს თამაშობდა. სამაგიეროდ, რამდენიმე ფილმში მონაწილეობის მიღება მოასწრო ელტონ ჯონმა, თუმცა როგორც წესი, ბრიტანელი მომღერალიც
ძირითადად საკუთარ თავს ასახიერებს ხოლმე.
me
21 აგვისტო 2013 20:39
წარმატებები დებიუტანტ დევიდს კინოს დიდ სამყაროში. :))
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები