ცისარტყელა-გაგა - კვირის პალიტრა

ცისარტყელა-გაგა

ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა: იგი ქუჩაში ცისარტყელას ფერებად შეღებელი სახით გამოჩნდა. საქმე ის არის, რომ 19 აგვისტოს მომღერლის სიმღერა Applause გამოდის, რომელიც მის ახალ სტუდიურ ალბომ  Artpop-ს უძღვის წინ. ალბომის გარეკანზე მომღერალს ასეთივე იმიჯი აქვს და გაგაც მას, როგორც სარეკლამო ბილბორდს ატარებს.