ბუტერბროდი ყველას უნდა
19-08-2013
ბუტერბროდი ყველას უნდა
68 წლის ფლორიდელი როდნი კამაუფი და მისი მეგობრები პიკნიკის გასამართად ბუნების წიაღში, წყლის პირას მოკალათდნენ. ის იყო, ბუტერბროდები გაამზადეს, რომ წყალსატევიდან უზარმაზარი ალიგატორი ამოცოცდა. დაუპატიჟებელ სტუმარს მამაკაცებისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია და გაშლილ სუფრასთან მოკალათდა. მოპიკნიკეები გაიქცნენ - "ძალიან შეგვეშინდა. თავიდან არც გვეგონა, რომ მხოლოდ ბუტერბროდები აინტერესებდა. იმხელა იყო, ვერანაირად ვერ გავაგდებდით. მოშორებით ვიდექით და ვუყურებდით, როგორ შეგვიჭამა ყველაფერი. ალიგატორი ალბათ ფიქრობდა, რომ პიკნიკი სპეციალურად მისთვის მოვაწყვეთ... მომავალში წყალთან ახლოს
პიკნიკს აღარასდროს დავგეგმავ", - განაცხადა აღშფოთებულმა როდნიმ.   



me
21 აგვისტო 2013 20:52
მადლობა თქვით ნახევარფაბრიკატებს რომ ანიჭებს უპირატესობას ეს ნიანგი და ქოლესტერინს რომ არ უფრთხის. ასევე, მადლიერი ბრძანდებოდეთ- ზედმეტი კალორიებისგან რომ დაგიცვათ და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი წესი ერთი დღით მაინც დაგაცვევინათ: ხომ ირბინეთ და დაწვით კალორიები. შეშინებული ადამიანიც არანაკლებს წვავს, კ სტაწი.

რედაქტორის რჩევით