სიკვდილის დევნა - კვირის პალიტრა

სიკვდილის დევნა

მექსიკის სანაპიროსთან გემზე მყოფი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ფოტოგრაფი კრისტოფერ სვონიც იყო, უნიკალურ სცენას შეესწრო: ტურისტები დელფინების გუნდს უთვალთვალებდნენ, როცა მოულოდნელად დელფინებზე იერიში მკვლელმა ვეშაპმა მიიტანა. მკვლელი ვეშაპი უზარმაზარი მტაცებელია, რომლის სიგრძე 9 მ-ს, წონა კი 8 ტ-ს აღწევს. ის დელფინების ოჯახის, ვეშაპისნაირთა რიგის, კბილებიანი ვეშაპების ქვერიგის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც აქამდე დელფინზე ნადირობაში შემჩნეული არ ყოფილა. გიგანტმა მტაცებელმა ერთ-ერთი დელფინი დაიმარტოხელა და შეუტია! "ძალიან დაძაბული სანახაობა იყო, დევნა 2 საათს გაგრძელდა. გვეგონა, სხარტი დელფინი ადვილად დაუსხლტებოდა მდევარს, თუმცა ვეშაპი არც სისწრაფეში და არც მანევრულობაში არ ჩამორჩებოდა. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მათი ფანტასტიკური ნახტომები წყლიდან 4,5 მ სიმაღლეზე, - თქვა ფოტოგრაფმა, - აშკარა იყო, შედეგი ცხოველების გამძლეობაზე იყო დამოკიდებული. მეორე საათის მიწურულს დელფინს დაღლა დაეტყო, მანძილი თანდათან მცირდებოდა და ვეშაპი მას ნახტომში კბილებით სწვდა... ყველანი დელფინს ვგულშემატკივრობდით და გული დაგვწყდა. თუმცა, მე უნიკალური ფოტოების გადაღება მოვახერხე", - დასძინა მან.