შემირცხვეს აგი ულვაში!
19-08-2013
შემირცხვეს აგი ულვაში!
პაკისტანელი მამაკაცისთვის ულვაში პირისახის აუცილებელი ნაწილია -„უულვაშოდ ხომ ქალებს დავემსგავსებით,“- ასე ხსნიან პაკისტანელები სახეზე "ბუნებრივი მცენარეულობის" ქონას. ბევრი თავსაც გაწირავს, ოღონდ ულვაში შერჩეს.
ქსოვილების მაღაზიის მფლობელი მალიკ აფრიდი ერთ-ერთი მათგანია. ის ძალიან ამაყობს უზარმაზარი, აპრეხილი ულვაშით. მის მოვლას დღეში საათზე მეტს უთმობს: ჯერ იბანს, მერე ზეთით ატენიანებს, აშრობს და ფორმას აძლევს. "თალიბანის" წევრები კი, რომლებიც წვერს სცემენ თაყვანს, აფრიდის უზარმაზარ ულვაშს გადაემტერნენ. ერთხელ მოიტაცეს კიდეც და სახე პირწმინდად გაჰპარსეს. ბიზნესმენმა
თავისი არ დაიშალა და ისევ გაიზარდა სალვადორ დალივით აწკეპილი ულვაში. მალიკმა ისე გააბრაზა "თალიბანი", რომ მოკვლით ემუქრებიან. მალიკიც უკან არ იხევს და იფიცება, - თუ არ მომეშვებით, ოჯახიანად უცხოეთში გადავიხვეწები და პაკისტანში აღარასოდეს დავბრუნდები, მაგრამ ულვაშს მაინც არ გავიპარსავო.





me
21 აგვისტო 2013 20:45
„უულვაშოდ ხომ ქალებს დავემსგავსებით,“ - ზოგიერთ პაკისტანელ ქალბატონს, სწორედ მაშინ არ დაემსგავსებით- თუ ულვაშებს გაიპარსავთ. (არამარტო პაკისტანელს)ისე, რატომ ჰგონიათ რომ ქალებივიტ ლამაზი პირი-სახე აქვთ ულვაშით თუ უულვაშოდ?!

რედაქტორის რჩევით