ტრუსის ეროვნული დღე - კვირის პალიტრა

ტრუსის ეროვნული დღე

ნიუ-იორკში,  ტაიმს სკვერზე, 5 აგვისტოს "პერანგის ამხანაგის" ეროვნული დღის საიუბილეო მე-10 წლისთავი გაიმართა. მასში მონაწილეობა, სქესისა და ასაკის მიუხედავად, 2 500-ზე მეტმა ტრუსის ამარა მოსულმა ადამიანმა მიიღო. ნიუიორკელების მიზანი გინესის ახალი რეკორდის დამყარება იყო - წინა რეკორდი, 2011 წელს, ყოფილ ოლიმპიურ ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში დაფიქსირდა, სადაც 2270 ტრუსიანი მოხალისე შეიკრიბა. როდესაც ტაიმს სკვერზე რეგისტრირებული ტიტლიკანების რაოდენობამ სარეკორდო ციფრს გადააჭარბა, მსოფლიო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ "რეკორდსმენთა" საყოველთაო მხიარულება დაიწყო...