ტრუსის ეროვნული დღე
19-08-2013
ტრუსის ეროვნული დღე
ნიუ-იორკში,  ტაიმს სკვერზე, 5 აგვისტოს "პერანგის ამხანაგის" ეროვნული დღის საიუბილეო მე-10 წლისთავი გაიმართა. მასში მონაწილეობა, სქესისა და ასაკის მიუხედავად, 2 500-ზე მეტმა ტრუსის ამარა მოსულმა ადამიანმა მიიღო. ნიუიორკელების მიზანი გინესის ახალი რეკორდის დამყარება იყო - წინა რეკორდი, 2011 წელს, ყოფილ ოლიმპიურ ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში დაფიქსირდა, სადაც 2270 ტრუსიანი მოხალისე შეიკრიბა. როდესაც ტაიმს სკვერზე რეგისტრირებული ტიტლიკანების რაოდენობამ სარეკორდო ციფრს გადააჭარბა, მსოფლიო დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ "რეკორდსმენთა" საყოველთაო მხიარულება დაიწყო...
me
21 აგვისტო 2013 20:50
ამათთან მაინცაა სექსის თავისუფლება,რამ ააჟიტირა და ააცუნდრუკა ამხელა ხალხი. ანატოლ ფრანსის სიტყვების პერეფრაზით რომ ვთქვათ, ოღონდ კი ყურადღება მივიქციოთ და მზად ვართ ჩვენი ყველაზე მანკიერი და ცუდი მხარეების (ამ შემთხვევაში ცელულიტის) აფიშირება მოვახდინოთო. არაესთეტიურია რაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

რედაქტორის რჩევით