4 ადამიანსაც ძალუძს შეცვალოს მსოფლიო!
24-08-2013
4 ადამიანსაც ძალუძს შეცვალოს მსოფლიო!
ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ რიგით ადამიანებს წინ აღუდგნენ უსამართლობას, რომელშიც მთელი სახელმწიფო ცხოვრობს.

1960 წლის 1-ლი თებერვალი. 4 აფროამერიკელი სტუდენტი ქალაქ გრინსბოროში, სუპერმარკეტ Woolworth’s-ის კაფეში ბარის დახლს მიუჯდა და ყავა მოითხოვა. ბარმენმა შავკანიანების მომსახურებაზე უარი განაცხადა და სტუდენტებს ურჩია, კაფე დაეტოვებინათ. გაცეცხლებულ ახალგაზრდებს სუპერმარკეტის დახურვამდე ფეხი არ მოუცვლიათ. მათი გაძევების უფლება კი დაწესებულების თანამშრომლებს არ ჰქონდათ.

მეორე დღეს ბარის დახლთან უკვე 12 პირქუში  შავკანიანი იჯდა, მესამე
დღეს - 60. მეოთხე დღეს კი 400-მა აფროამერიკელმა მთელი შენობა დაიკავა, ქუჩაც შავკანიანებით გაივსო. Woolworth’s-ის ხელმძღვანელობამ განგაში ატეხა. აფროამერიკელებმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ტალღა ააგორეს, რის შედეგადაც აშშ-ში რასობრივი კანონების შეცვლა დაიწყო... გავიდა 4 წელი და ხელი მოეწერა ცნობილ აქტს (Civil Rights Act), რომლითაც აშშ-ში რასობრივი
სეგრეგაცია გაუქმდა.

აი, ისინი - "გრინსბოროს კლიენტები". მათ მასობრივი პროტესტის ასაგორებლად კატალიზატორის როლი შეასრულეს. ასეთი მასშტაბური ტალღის იგნორირება კი ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 4 ადამიანსაც ძალუძს შეცვალოს მსოფლიო!


elegance
31 აგვისტო 2013 12:16
ვაიმეე მე ვმუშაობ გერმანიაში ვოლვორტში:D:D:Dოღონდ აქ კაფე-ბარი არ გვაქვს, პატარა ფილიალია და ჩვენთან ზანგებსაც ვემსახურებით და თურქებსაც და ყველაას, ოღონდ რამე იყიდონ და ჩემი შეფი ყველას სთითაოდ უკანლებს დაუკოცნის:D:D:D:Dნუ ეს ხუმრობით, ადრე მაინც სხვა დრო იყო და ეხლა სხვა დროა:Dორშაბათს გავაბავ დისკუსიას ჩემს შეფთან ამ თემაზე:D:D

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები