ექსპირველი ლედი ისევ ფორმაშია - კვირის პალიტრა

ექსპირველი ლედი ისევ ფორმაშია

45 წლის კარლა ბრუნი და მისი წლინახევრის ქალიშვილი ჯულია ზაფხულს საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე ატარებენ.

კარლასა და ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ძალიან მოსწონთ მარსელის მახლობლად კლდოვანი სანაპირო - აქ ვილაც აქვთ. ყოფილი ფოტომოდელის ყოველი დილა ცურვით იწყება, რაც მის "ფიტნეს-პროგრამაში" შედის - კარლა ხომ თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელების ოცეულში შედიოდა და, ბუნებრივია, სურს ისევ ფორმაში იყოს.

მისი თაყვანისმცემლების აზრით, ჩასაფრებული პაპარაცების ფოტოები ნათლად ამტკიცებს, რომ "პროგრამა" წარმატებით ხორციელდება.