პოპდედოფალი ასაკს აღარ მალავს
26-08-2013
პოპდედოფალი ასაკს აღარ მალავს
პოპდედოფალი მადონა ოჯახთან - ქალიშვილ ლურდესსა და ბოიფრენდ ბრაჰიმ ზაიბატთან ერთად ისვენებს ფრანგულ რივიერაზე, კურორტ ვილფრანშ-სიურ-მერში, სადაც ვილა აქვს დაქირავებული. თავისი 55-ე დაბადების დღე მადონამ მეტად ორიგინალურად აღნიშნა - სანაპიროზე ყველაზე მდიდრული ღამის კლუბი იქირავა და სტუმრებს XVIII საუკუნის სამოსით მოსვლა სთხოვა. ყველა სტუმარს, ლურდესის გარდა, პარიკი ეკეთა, ისინი ძველებურ კაბებში, ფრაკებსა თუ კამზოლებში იყვნენ გამოწყობილი, მამაკაცებს ხმლებიც კი ერტყათ. სუპერვარსკვლავი დედოფალ მარია ანტუანეტას განასახიერებდა, თუმცა, რასაკვირველია, მეტისმეტად თამამი სამოსი
ეცვა. საღამოს უმეტესი ნაწილი მან ბრაჰიმთან ჩახუტებულმა გაატარა და დაბადების დღის ხათრით თავისი მკაცრი დიეტაც კი დაარღვია - მრავალსართულიანი საიუბილეო ტორტის ერთი ნაჭერი  მიირთვა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით