რეკორდსმენი ცხვარი ზიპი
26-08-2013
რეკორდსმენი ცხვარი ზიპი
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცხვარი, სახელად ზიპი დიდ ბრიტანეთში, ბაკინჰემფშირის საგრაფოს ქალაქ ჰაი-უაიკომბში ბინადრობს.

ზიპის პატრონი ძალიან ამაყობს თავისი ცხვრით და განსაკუთრებულად უვლის მას. ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ, რომ  ფერმაში ზიპის გამორჩეული ადგილი უკავია. ყველაზე სწრაფი ცხვარი თავისი ფერმის  სახელით სისტემატურად მონაწილეობს ცხვრების დოღში.

ზიპის უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, სწორედ მათ შეარქვეს მეტსახელად "ზიპი-ლამბორჯინი", რადგან რეკორდსმენმა ცხვარმა 179 შეჯიბრებიდან 165-ში გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით