შაკირას "უწყვეტი რომანტიკა" - კვირის პალიტრა

შაკირას "უწყვეტი რომანტიკა"

ახლახან მომღერალი შაკირა და მისი მეუღლე, "ბარსელონას" ფეხბურთელი ჟერარ პიკე შვილთან - პატარა მილანთან ერთად, ჰავაის კუნძულზე ისვენებდნენ. პაპარაცები 36 წლის შაკირასა და მასზე 10 წლით უმცროსი ქმრის "უწყვეტი" რომანტიკული ურთიერთობის მომსწრენი გახდნენ - შეყვარებული წყვილი გამუდმებით კოცნიდა ერთმანეთს: პარაშუტით დაშვებისას, მთის მდინარეში ბანაობისას, დელფინარიუმში სტუმრობისას, სადაც დელფინთან ერთად გააგრძელეს "ჩვეული საქმიანობა".