ბრმა რეკორდსმენი
02-09-2013
ბრმა რეკორდსმენი
შოტლანდიელი  მოტოციკლისტი სტიუარტ განი 11 წლის წინ ავარიაში მოყვა და წელს ქვემოთ მოწყდა. ოპტიმისტი სტიუარტი შეუპოვრად აგრძელებდა ჯანმრთელობის აღსადგენ მკურნალობას, მაგრამ 7 წლის შემდეგ სხვა დაავადებით სრულიად დაბრმავდა. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ადამიანი გახდა "მოტოციკლის ყველაზე სწრაფი ბრმა მძღოლი" - მოტოდრომზე მან სარეკორდო 267,4 კმ/სთ განავითარა.  "ჯერ მითხრეს, ვეღარასოდეს გაივლიო, შემდეგ დავბრმავდი, მაგრამ მთავარია, სულით არ დაეცე, იმედი გქონდეს ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საკუთარი თავის. ბრმა ვარ, მაგრამ მოტოციკლზე რეკორდი მაინც
დავამყარე!", -  განაცხადა სტიუარტმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით