გულითადი საუბარი "ბარმენთან"
02-09-2013
გულითადი საუბარი "ბარმენთან"
გერმანიაში ახლახან გახსნილი "რობოტის ბარი" უკვე სუპერპოპულარულია. "ჰუმანოიდი" ბარმენი კარლი აქ კლიენტს არა მხოლოდ ემსახურება, არამედ გულითადადაც ებაასება. კარლი, რომელსაც უკვე ყველა იცნობს, ინჟინერ ბენ შეფერის "პირმშოა" და საწარმოო რობოტების ძველი ნაწილებით არის შექმნილი. შეფერი წლებია, ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს. ის აკონტროლებს კარლის ურთიერთობას ადამიანებთან და მუდმივად აუმჯობესებს მას. "რობოტის შესაძლებლობები ჯერ კიდევ მცირეა, იმედი მაქვს, კარლი მალე უფრო მეტს შეძლებს", - ამბობს შეფერი.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით