პაპუას პინგვინი "მონსტრს" ხახიდან დაუსხლტა
02-09-2013
პაპუას პინგვინი "მონსტრს" ხახიდან დაუსხლტა
ეს უნიკალური ფოტოები ველური ბუნების ფოტოგრაფმა ბენ კრანკმა სამხრეთის კლდოვან კუნძულ კუვერვილზე გადაიღო. 49 წლის ბენი იქ ე.წ. პაპუას პინგვინების გადასაღებად გაემართა, რომლებიც კუნძულზე სხვა ზღვის ფრინველებთან ერთად სახლობენ და მრავლდებიან. ყველა მხრიდან ვერტიკალური კლდეებით შემორტყმულ კუნძულს, რომელზეც თითქმის სულ თოვლი დევს მხოლოდ ერთი ვიწრო "პლაჟი" აქვს, სადაც 3-მეტრიანი მტაცებლები - ზღვის ლეოპარდები პინგვინებს უსაფრდებიან... "პინგვინები ჩემ გვერდით სწრაფად მიმოდიოდნენ და საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას. ხან წყალში ჩახტებოდნენ, ხან ამოხტებოდნენ.
როცა პაპუას პინგვინები წყლიდან ამოდიოდნენ, უზარმაზარი ზღვის ლეოპარდი პატარა პინგვინს გამოენთო. საბედნიეროდ, მსხვერპლი მეტად სხარტი გამოდგა და უზარმაზარკბილებიან ხახას უცნაური ნახტომით დაუძვრა. ხმელეთზე მოუქნელი ლეოპარდი, რომელიც წყალში ძალიან სწრაფია, ნაპირზე ვეღარ დაეწია. მტაცებელმა კარგა ხანს იყურყუტა კუნძულთან, მაგრამ ვერაფერი მოინადირა და ბედის საძიებლად სხვაგან გაეშურა",
- ჰყვება ბენ კრანკი.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით