"მატრაბაზობისთვის" - ციხეში!
02-09-2013
"მატრაბაზობისთვის" - ციხეში!
"მატრაბაზობა" - ასე ჰქვია ნიკოლაი ალტუნინის სატირულ ტილოს, რომელზეც რუსეთის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მარჯვენა ხელი, პრემიერი დიმიტრი მედვედევი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ რესპექტაბელურად არიან გამოსახულნი. პენუარში გამოკვალთული პუტინი თმას ვარცხნის მედვედევს, რომელიც წერწეტი ტანით, ლიფითა და ბიკინით იწონებს თავს.

რუსეთში ამ ნახატმა სკანდალი გამოიწვია, კრემლმა ექსტრემიზმის პროპაგანდად და ხელისუფლების აბუჩად აგდების მცდელობად მიიჩნია. ხელოვნების მუზეუმში გამართულ გამოფენაზე პოლიცია შეიჭრა და "მატრაბაზობა", სხვა რამდენიმე ტილოსთან
ერთად, გამოფენიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანა. თავად მხატვარს კი შეიძლება ციხეში ყურყუტმა მოუწიოს - რუსეთის კანონი "ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის შესახებ", მსგავს შემთხვევაში ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

M&M
09 სექტემბერი 2013 05:53
ნიკოლაი ალტუნინი რუსეთის გმირია!
ეს სურათი სწორედ რუსეთში არსებულ მდგომარეობას გადმოსცემს!
სიმართლის თქმისათვის ადამიანებს სჯიან რუსეთში!
ალბათ მალე ჩრ.კორეას გადაასწრებს ადამიანის უფლებების დარღვევის მარათონში!

რედაქტორის რჩევით