დაპყრობილი კეიპტაუნის ქრონიკა
02-09-2013
დაპყრობილი კეიპტაუნის ქრონიკა
კარგა ხანია, სამხრეთ აფრიკაში მშიერმა ბაბუინებმა მთელი კეიპტაუნი ლამის დაიპყრეს. თუ მაიმუნები ჯერ მხოლოდ საკვებს ართმევდნენ ქუჩებში ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ახლა გათამამდნენ და სახლების ძარცვაც დაიწყეს. ადგილობრივთა თქმით, ბაბუინებს  შემუშავებული აქვთ ძარცვის ტაქტიკა - ისინი მრავალსართულიანი სახლების კედლებზე ჯგუფურად მიცოცავენ, ფანჯრებიდან იპარებიან ბინებში და სამზარეულოს პირწმინდად "ასუფთავებენ".  დიასახლისები ჩივიან, რომ ბაბუინებს ხანდახან ფარდებიც მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კეიპტაუნელები პეინტბოლის თოფებითა და შესასხურებელი ბალონებით მამაცურად ებრძვიან მომხდურებს, დროებით უკუგდებულ მტერს
შიმშილი უკან მიბრუნებას აიძულებს...  







irakli 3
06 სექტემბერი 2013 17:08
რა განსხვავებაა თბილისსა და კეიპტაუნს შორის? იქ მაიმუნები და აქ კი,გამაიმუნებული სახელმწიფო ჩინოვნიკები. მაგრამ ჩვენ თავის დაცვაც არ შეგვიძლია.

რედაქტორის რჩევით