გაგას მაილიმ "მოუჯოკრა" - კვირის პალიტრა

გაგას მაილიმ "მოუჯოკრა"

ახლახან ნიუ-იორკში ჩატარდა წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპების დაჯილდოების ცერემონია MTV Video Music Awards-2013. ცერემონია ლედი გაგამ გახსნა, რომელმაც თავისი ახალი სინგლი  Applause წარმოადგინა.  გაგა სცენაზე ტრადიციულად შიშველი - ამჯერად  სირინოზის სახით წარდგა, კერტები ნიჟარებით ჰქონდა დაფარული. საერთო აზრით, სიშიშვლესა და სიგიჟეში გაგას 20 წლის მომღერალმა მაილი საირუსმა "მოუჯოკრა". ის სცენაზე არა მარტო თითქმის შიშველი გამოვიდა, არამედ "ადამიანი-ზებრას" სახელით ცნობილ ამერიკელ მომღერალ რობინ ტიკთან ერთად მოზარდებით სავსე დარბაზში ისეთი უხამსი ცეკვა შეასრულა, რომ "გარყვნილი ქმედებისთვის" თვით ამერიკული ტაბლოიდების არნახული კრიტიკა დაატყდა თავს.