გაგას მაილიმ "მოუჯოკრა"
02-09-2013
გაგას მაილიმ "მოუჯოკრა"
ახლახან ნიუ-იორკში ჩატარდა წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპების დაჯილდოების ცერემონია MTV Video Music Awards-2013. ცერემონია ლედი გაგამ გახსნა, რომელმაც თავისი ახალი სინგლი  Applause წარმოადგინა.  გაგა სცენაზე ტრადიციულად შიშველი - ამჯერად  სირინოზის სახით წარდგა, კერტები ნიჟარებით ჰქონდა დაფარული. საერთო აზრით, სიშიშვლესა და სიგიჟეში გაგას 20 წლის მომღერალმა მაილი საირუსმა "მოუჯოკრა". ის სცენაზე არა მარტო თითქმის შიშველი გამოვიდა, არამედ "ადამიანი-ზებრას" სახელით ცნობილ ამერიკელ მომღერალ რობინ ტიკთან ერთად მოზარდებით სავსე დარბაზში ისეთი უხამსი ცეკვა
შეასრულა, რომ "გარყვნილი ქმედებისთვის" თვით ამერიკული ტაბლოიდების არნახული კრიტიკა დაატყდა თავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით