ვის "დარჩა" საოცნებო მონიკა
02-09-2013
ვის "დარჩა" საოცნებო მონიკა
ახალმა ამბავმა არა მარტო ბომონდი, არამედ უამრავი თაყვანისმცემელიც შეძრა - ევროპული კინემატოგრაფის უპირველესი ვარსკვლავი მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი გაიყარნენ - მათ ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურეს. ევროპის ყველაზე ლამაზ წყვილად მიჩნეული სუპერვარსკვლავების 17-წლიანი რომანი "ერთობლივი თანხმობით" დამთავრდა. მათი შვილები - 8 წლის დევა და 3 წლის ლეონი დედასთან დარჩნენ. მონიკამ გოგონები რიო-დე-ჟანეიროში გაარიდა, სადაც ოჯახს დიდი ვილა აქვს. აქვე გადაიტანა პირადი ნივთებიც. მონიკა და ვენსანი ბოლო წლებში ერთად იშვიათად ატარებდნენ
დროს - ისინი უკანასკნელად მაისში ნახეს. 48 წლის მონიკა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, - უფრო და უფრო გვიჭირს საერთო ენის გამონახვაო, ვენსანი კი აღნიშნავდა, სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართო. ამას გარდა, ვენსანი, რომელიც 2 წლით უმცროსია მონიკაზე, საკმაოდ ეჭვიანია. ტაბლოიდების ინფორმაციით, ვარსკვლავური წყვილის გაყრის მიზეზი ბაქოში
დაბადებული ებრაელი - რუსეთსა და თურქეთში მოღვაწე ოლიგარქი ტელმან ისმაილოვი გახდა.

ტელმან ისმაილოვის სახელი შესაძლოა ჩვენ არაფერს გვეუბნებოდეს, მსოფლიო შოუბიზნესისთვის კი ოდიოზური აზერბაიჯანელი მილიარდერი კარგად არის ცნობილი - მის მიერ გამართულ წვეულებებს სტუმრობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა შერონ სტოუნი, შაკირა, მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპესი, ტომ ჯონსი, სილი და მრავალი სხვა. ისმაილოვი, გარდა იმისა, რომ ბევრი ფული აქვს და ხარჯვა არ ენანება, ქალების მუსუსობითაც არის ცნობილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით