ოლაფ III აღლუმს იბარებს - კვირის პალიტრა

ოლაფ III აღლუმს იბარებს

ედინბურგის ზოოპარკის ბინადარი პინგვინი ნილს ოლაფ  III შარშან, ნორვეგიის სამეფო გვარდიამ, ნორვეგიის მეფის ჰერალდ V-ის სახელით, რაინდად აკურთხა. სხვათა

შორის, ოლაფმა გვარდიის პოლკოვნიკის საპატიო წოდება 2005 წელს მიიღო, აქვს მედლებიც ხანგრძლივი სამსახურისთვის, კურთხევისას მარჯვენა ფრთაზე რაინდის განმასხვავებელი ნიშანიც დაჰკიდეს. მას შემდეგ ყველა აღლუმს ოლაფი რაინდის ნიშნით დამშვენებული "იბარებს".