ჯუჯა ზღარბები ოთახის ძაღლებს შეცვლიან?! - კვირის პალიტრა

ჯუჯა ზღარბები ოთახის ძაღლებს შეცვლიან?!

ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში ოთახის ძაღლების ნაცვლად აფრიკული ჯუჯა ზღარბის ყოლაა მოდური, განსაკუთრებით მაღალ საზოგადოებაში. ამ ეკლიანმა არსებამ

ელიტური ქალბატონების გული მოინადირა. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ფეხბურთელების ცოლები, ბომონდურ წვეულებებზე რატომღაც პატარა ზღარბებით იწონებენ თავს. მათი სიგრძე 13 სანტიმეტრს არ აღემატება, ფერის არჩევენი კი დიდია: ალბინოსი ზღარბიდან - შოკოლადისფერ შეფერილობამდე. ზღარბის მოვლა გაცილებით ადვილია და ძალიან საყვარლებიც არიან: ადვილად შინაურდებიან და თავს მშვენივრად გრძნობენ პატრონი ქალბატონების ხელჩანთებში. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფრიკული ჯუჯა ზღარბი, რომელიც 400 დოლარი ღირს, ლამის "ლედის აქსესუარად" იქცა, რამაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მძაფრი პროტესტი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ზღარბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება...