გაავსტრალიელებულები
16-09-2013
გაავსტრალიელებულები
სიდნეის აეროპორტში გაოცებული პაპარაცები მოულოდნელ სანახაობას შეესწრნენ - მათ თვალწინ "ჯოლიპიტების" (როგორც თავად უწოდებენ) მრავალშვილიანი ოჯახი თითქმის სრულად გამოეფინა - ოჯახს მხოლოდ პიტი აკლდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ახალ ფილმში თამაშობს. თავად ანჯელინაც სიდნეიში გადაღებების გამო ჩაფრინდა, მას სამთვიანი გადაღებების ხელმძღვანელობა რეჟისორის რანგში მოუწევს. სუპერვარსკვლავი იძულებული გახდა, დროებით გაავსტრალიელებულიყო - ანჯელინამ სიდნეიში მდიდრული ვილა იქირავა და ოჯახი სრული შემადგენლობით წაიყვანა - მრავალრიცხოვანი დაცვითა და ძიძებით. პიტის გადაღებები კი მალე
მთავრდება და ის ოჯახს ავსტრალიაში შეუერთდება.

v.tavberidze
19 სექტემბერი 2013 21:55
Aმ ქალის. Kეტილი შურიტ მშურს

რედაქტორის რჩევით