თვითნაკეთი სუპერმენი
16-09-2013
თვითნაკეთი სუპერმენი
მამაკაცმა 13 ოპერაცია გაიკეთა, რომ სუპერმენს დამსგავსებოდა.
ფილიპინელი ჰერბერტ ჩავესი სუპერმენის ფანია. თავის კერპს რომ დამსგავსებოდა, მან 13 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. 35 წლის ჩავესმა შეიცვალა ყბის და ცხვირის ფორმა, გაიღიავა კანი, გაიკეთა ლიპოსაქცია და თვალებში ფერადი ლინზებიც კი ჩაისვა.

ჰერბერტმა სუპერმენის შესახებ ფილმი 5 წლის ასაკში ნახა და დანარჩენი 30 წელი იმას მიუძღვნა, რომ მის საყვარელ გმირს დამსგავსებოდა. მამაკაცს ოპერაციები 10. 000 დოლარი დაუჯდა - ეს კი ფილიპინებზე დიდი თანხაა.
გარდა ამისა, ჰერბერტ ჩავესი ქალაქის ქუჩებში სუპერმენის ფორმაში ჩაცმული დადის და გამვლელებს ართობს. მას სუპერმენის სათამაშოების ყველაზე დიდი (500 ეგზემპლარი) კოლექცია აქვს.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით